Робота для біженців з України
ტექნიკური ინჟინერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ინჟინერი
მომწოდებელი: სოლვერი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
კომპანია "სოლვერი" უზრუნველყოფს გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია, წყალმომარაგების სისტემების სრულ მომსახურებას, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ინდუსტრიული ტიპის დანადგარებზე.

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ. გვერდს
https://www.solvery.ge/

კომპანია "სოლვერი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ინჟინრის პოზიციაზე ქ. ბათუმში

პოზიცია ექვემდებარება: ტექნიკურ მენეჯერს
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 18/10/2025
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: სერვისისთვის საჭირო ტექნიკური/ინჟინრული სამუშაოების განსაზღვრა, დაგეგმვა და განხორციელების პროცესის კონტროლი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური პრობლემების გამოვლენა და მისი მოგვარების სქემის შემუშავება/უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა, მათ შორის ტექნიკური კუთხით;
** მენეჯმენტთან შეთანხმებით პროექტის ბიუჯეტის განსაზღვრა;
** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკოსების დახმარება/კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლისთვის პროფესიონალური მომსახურების გაწევა: შეკეთება, მონტაჟი, კონსულტაცია;
** თითოეული შემთხვევის აქტისა და რეპორტის მომზადება;
** შეკვეთების გრაფიკის მიხედვით განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება საინჟინრო ან ელექტრობის მიმართულებით;
** ტექნიკოსად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია;
** სასურველია საკუთარი ავტომობილის ქონა.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00, შაბათი - 10:00 - 15:00
ანაზღაურების დიაპაზონი: 2000 ლარიდან
სამუშაო ადგილი: ბათუმი, 26 მაისის ქ. N59

სოციალური პაკეტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** კორპორატიული ნომერი

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:

პირველი კონტრაქტი - ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია სოლვერის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიის და გასაუბრების საფუძველზე.

დასაქმებულის უფლებები:

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე