Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=667930&print=yes&view=jobs
 
საბაჟო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბაჟო წარმომადგენელი
მომწოდებელი: Anyway
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
"Anyway" აცხადებს ვაკანსიას საბაჟო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში

"Anyway" არის სწრაფად მზარდი ამანათების მიწოდების კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხო, სწრაფ და გამჭვირვალე ლოჯისტიკურ სერვისებს საქართველოში, ჩინეთიდან შემოსულ გზავნილებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური სიმარტივე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და გუნდის თითოეული წევრის განვითარება.

ძირითადი მოვალეობები:

** საბაჟო ტერმინალში ტვირთის/ამანათების გაფორმება და განბაჟების პროცესში ჩართვა
** საბაჟო დოკუმენტაციის მომზადება/ჩაბარება
** ტვირთის სკანერზე გატარება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი პროცედურების შესრულება
** ტვირთის მიღება-გამოტანა ტერმინალიდან
** კომუნიკაცია საბაჟო თანამშრომლებთან და კომპანიის დეკლარანტთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Excel, Word) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** B/C კატეგორიის მართვის მოწმობა

აუცილებელი უნარები:

** ყურადღება დეტალების მიმართ;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება.

რას გთავაზობთ:

** კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა გამოსაცდელი ვადის შემდეგ;
** თანამედროვე ოფისი თბილისში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV არაუგვიანეს 2025 წლის 18 ოქტომბრისა ელფოსტაზე: anywayge.hr@gmail.com

(subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

"Anyway" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია