დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
პსპ დაზღვევა
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
სს "პსპ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსის ასისტენტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მიმდინარე დაზღვეულებთან სატელეფონო კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში;
** დაზღვეულების ზარებზე პასუხი და მათ საჭიროებებზე ოპერატიული რეაგირება;
** ინვოისების მოთხოვნა ბუღალტერიიდან და გადაგზავნა კლიენტებთან;
** AML-ის მოთხოვნა, გადამოწმება და მიწოდება შესაბამის დეპარტამენტთან
** მზა ხელშეკრულებების გაშვება კურიერის მეშვეობით;
** ხელმოწერილი ხელშეკრულებების გამოთხოვნა კლიენტისგან და დროული დაბრუნების ორგანიზება;
** ახალი კლიენტებისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გადაგზავნა შესაბამისი პროგრამით
** განახლებული/ახალი კონტრაქტების შეყვანა პროგრამაში
** ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პირობების/ვორდინგის განთავსება შესაბამის საქაღალდეში
** დებიტორების კონტროლი და დებიტორული დავალიანების მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, Outlook);
** კარგი კომუნიკაციის უნარი და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** სადაზღვევო სფეროში სამუშაო გამოცდილება დამატებით უპირატესობად ჩაითვლება
პიროვნული უნარები:
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა;
** ეფექტური დროის მენეჯმენტი;
** სწრაფად ადაპტირების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სტაბილურ სამსახურს წამყვან კომპანიაში.
სამუშაო ადგილი: წერეთლის 138, მედკაპიტალის შენობა, მე-5 სართული;
სამუშაო გრაფიკი: სრული; სამუშაო საათები 9:30-დან 18:30-მდე;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ipsp.ge და გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ სს "პსპ დაზღვევამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@ipsp.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (0322 185 555). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "პსპ დაზღვევა"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც სს "პსპ დაზღვევა"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|