დასახელება:
შრომის უსაფრთხოების ტრენერთა ტრენინგის პროგრამა
|
მომწოდებელი:
კოსი - კონცეფთ ოფ სეიფთი
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
"OSHAcademy International"-ის შრომის უსაფრთხოების ტრენერთა ტრენინგზე რეგისტრაცია დაიწყო.
პროგრამა განკუთვნილია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის, მენეჯერებისთვის და იმ პროფესიონალებისთვის, ვისაც სურს არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავება, არამედ მისი გაზიარება.
რას ისწავლით პროგრამაზე?
** უსაფრთხოების მართვას (Safety Management);
** სამუშაო საფრთხეების ანალიზს (Job Hazard Analysis);
** საფრთხეების იდენტიფიცირებას და კონტროლს;
** OSH ტრენინგის ჩატარებას და განვითარებას;
** ერგონომიკას სამუშაო სივრცეში.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ "OSHAcademy"-ის ოფიციალურ სერტიფიკატს, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია და მნიშვნელოვნად ზრდის პროფესიულ შესაძლებლობებს.
დარეგისტრირდი - https://shorturl.at/NKyZe
შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია "კოსი" არის OSHAcademy-ის ავტორიზებული ტრენინგ-პროვაიდერი საქართველოში.
OSHAcademy 1999 წელს ამერიკაში დაფუძნდა და 120-ზე მეტ მაღალი ხარისხის კურსსა და საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს მომხმარებლებს. მისი ტრენინგები აღიარებულია საჯარო და კერძო სექტორის მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ტრენერები: ფარნა დვალი - შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული ტრენერი, ტურინის უნივერსიტეტის და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მაგისტრი.
სოფიო მამესწარაშვილი - სოციალური მეცნიერებების დოქტორი, ფსიქოლოგიის მაგისტრი. სერტიფიცირებული ტრენერი.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577541510
|
|
|
|