Робота для біженців з України
პირადი მძღოლი-დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პირადი მძღოლი-დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
მომწოდებელი აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლი-დაცვის (უსაფრთხოების) თანამშრომლის თანამდებობაზე.

ხელფასი: 1500, 00 ლარი სუფთა ხელზე

სამუშაოს აღწერა:

** მძღოლის მოვალეობა წარმოადგენს დამსაქმებლის სატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.
** საჭიროების შემთხვევაში მოემსახუროს არა მხოლოდ დამსაქმებელს, არამედ მის ოჯახის წევრებსაც.

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** დროულად გამოცხადდეს სამსახურში, იყოს მოწესრიგებული და სუფთად ჩაცმული;
** მუდმივი კომუნიკაცია იქონიოს დამსაქმებელთან, რათა მიიღოს და შეასრულოს დავალებები;
** სატრანსპორტო საშუალება ყოველთვის იქონიოს მოწესრიგებულ და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში;
** იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალება მოითხოვს შეკეთებას, აცნობოს დამსაქმებელს და უზრუნველყოს სარემონტო სამუშაოს ხარისხიანად და დროულად ჩატარებას;
** უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერებისათვის მომზადებას და დაწესებულ ვადებში ჩატარებას;
** დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები და სხვა დაწესებული რეგულაციები;
** შეასრულოს მისი უშუალო ხელმძღვანელის ან/და დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად, დირექტორის) მითითებები და ყოველი ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად მიმართოს დამსაქმებელს შესათანხმებლად;
** მკაცრად დაიცვას მოძრაობის წესები რათა უზრუნველყოს დამსაქმებლის უსაფრთხო მომსახურება.

სამუშაოს აღწერა:

** პირადი დაცვის ამოცანას წარმოადგენს დამსაქმებლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. არ დაუშვას ფიზიკური ზემოქმედება დასაცავ პირზე. ხოლო ასეთი მცდელობის შემთხვევაში დაუყონებლივ და მინიმალური დანაკარგებით აღკვეთა;
** საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პირადმა მცველმა დაგიცვას არამარტო დამსაქმებელი, არამედ დაიცვას ოჯახის წევრები, პერსონალი, მეგობრები და ა. შ;
** დროულად გამოცხადდეს სამსახურში, იყოს მოწესრიგებული და სუფთად ჩაცმული;
** მუდმივი კომუნიკაცია იქონიოს დამსაქმებელთან, რათა მიიღოს და შეასრულოს დავალებები

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კლიენტის მუდმივი ადგილსამყოფელის საიმედოობის კონტროლი;
** კლიენტის გადაადგილების მარშრუტის უსაფრთხოების კონტროლი;
** მუდმივი ადგილსამყოფელის ირგვლივ ცვლილებების კონტროლი;
** გადაადგილების მარშრუტზე ცვლილებების კონტროლი;
** მონახულების ობიექტების შემოწმება და მეთვალყურეობა;
** კლიენტთან შეხების შეზღუდვა;
** იმ პირთა შემოწმება, ვისაც შეხება აქვთ კლიენტთან;
** თავდასხმისთვის ხელსაყრელი ადგილების გამოვლენა და ბლოკირება;
** კონფლიქტის შესაძლო გამწვავების პროგნოზირება და გარშემომყოფებისგან შეუმჩნევლად დარეგულირება

ელფოსტა: info@veraresidence.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე