Робота для біженців з України
ექიმი ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი ლაბორანტი
მომწოდებელი: სამედიცინო ცენტრი დიომედი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
შპს "სამედიცინო ცენტრი დიომედი" აცხადებს ვაკანსიას გლდანის ფილიალში ექიმი ლაბორანტის პოზიციაზე.

მისამართი: ილორის ქუჩა N14
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები ორშაბათი-პარასკევი 09:00 საათიდან - 17:00 საათამდე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიოლოგიური მასალის მიღება, აღრიცხვა და მომზადება კვლევისთვის;
** ლაბორატორიული ტესტების ჩატარება ინსტრუქციის და პროტოკოლების შესაბამისად;
** კვლევის შედეგების ჩანაწერის წარმოება ელექტრონულად ან ბეჭდურ ფორმატში;
** ლაბორატორიული აღჭურვილობის, აპარატურისა და ანალიტიკური სისტემების ყოველდღიური შემოწმება;
** ბიოუსაფრთხოების წესებისა და პაციენტის კონფიდენციალურობის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება შესაბამისი სპეციალიზაციის მიმართულებით;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე infodiomedi@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე