დასახელება:
სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ახალი სიცოცხლე
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის" კლინიკა "ახალი სიცოცხლე" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება (კლინიკურ დარგში);
** სტაციონარში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (სტაც. სამედიცინო ბარათი, ფორმა N100) მართვა;
** დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად დიაგნოზისა და განხორციელებული ჩარევების მართებულობის კონტროლი;
** სამედიცინო შემთხვევის მართვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) გათვალისწინებით;
** გამოვლენილი შენიშვნების და შემუშავებული რეკომენდაციების ელექტრონული აღრიცხვა;
** მიმდინარე (მათ შორის შუალედური) ფორმა N100-ებისა და საავადმყოფო ფურცლების მართვა;
** სადაო კლინიკური საკითხების განხილვა დეპარტამენტის უფროსთან ერთად.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** დაკვირვებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართი: თბილისი, გ. ჟვანიას ქ.N7 (ყოფილი ლუბლიანას N29)
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელფოსტაზე: Vacancy_surgery_Nlife@aversi.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ხარისხის მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 11 ოქტომბერი.
ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.nlife.ge/
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
|
|
|
|