დასახელება:
აიტი მხარდაჭერის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ჯი ენ ელ
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
შპს "ჯი ენ ელ" სავაჭრო ნიშნით LOTTO.GE აცხადებს აიტი მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** დინამიკურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** სამუშაოს სწრაფად მზარდ კომპანიაში;
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ძირითადი მოვალეობები:
** საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ხარვეზებზე დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
** კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია, გამართვა;
** სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია;
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მთზოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - არანაკლები ერთი წელი;
** Microsoft Windows ოპერაციული სისტემების ცოდნა;
** Microsoft ActiveDirectory, Exchange, Office მუშაობის გამოცდილება;
** ზოგადი IP ქსელების ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@lotto.ge. წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჯი ენ ელ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
შპს "ჯი ენ ელ" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: lotto.ge
|
|
|
|