დასახელება:
ბარმენი
|
მომწოდებელი:
კონცეპტ ბარი
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
ჯანსაღი სამზარეულოს მიმართულებით ახალი კონცეპტ ბარი იხსნება. ბარი მდებარეობს ვერის ბაღთან, ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე.
გვაქვს ბარმენის ვაკანტური ადგილი.
ძირითადი მოვალეობები:
** ბარმენის ძირითადი მოვალეობები;
** სალაროსთან ურთიერთობა;
** ლოკალური და ონლაინ შეკვეთის მიღება, სამზარეულოსთვის გადაცემა; ხოლო მზა შეკვეთების მომხმარებლისთვის/კურიერისთვის გადაცემა;
** ცხელი და ცივი სასმელების მომზადება და მომხმარებლისთვის მიტანა (გვაქვს ნახევრად ავტომატური ყავის აპარატი, რომლის გამოყენება არ საჭიროებს განსაკუთრებულ ცოდნას).
ძირითადი მოთხოვნები:
** ბარმენად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კანდიდატი აუცილებლად უნდა საუბრობდეს გამართულად და ზრდილობიანად;
** კანდიდატი უნდა იყოს მოწესრიგებული, სუფთა და პასუხისმგებლიანი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: პარასკევი, შაბათი, კვირა.
სამუშაო საათები: 19:00-00:00.
ანაზღაურება: 600 ლარი (+თიფსი).
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებას;
** მეგობრულ და მყუდრო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მისამართზე: themariamgogilashvili@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ themariamgogilashvili@gmail.com -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
|
|
|
|