Робота для біженців з України
სერვის ცენტრის ოპერატორი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სფეის კარგო
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
გადამზიდი კომპანია "სფეისკარგო" https://www.spacecargo.ge/Home აცხადებს ვაკანსიას მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, ორ ფილიალში!

თბილისი: ვარკეთილის ფილიალი, ჯავახეთის შესახვევი 1
ბათუმი: ზუბალაშვილის 20.

სფეისკარგო უზრუნველყოფს ტვირთების უსაფრთხო ტრანსპორტირებას სხვადასხვა ქვეყნებში. (იმპორტი, ექსპორტი)

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 15:00-21.00, შაბათი 13:00-17:00 (ერთსაათიანი შესვენების გათვალისწინებით)
ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსები

ძირითადი მოვალეობები:

** ამანათების მიღება/ დახარისხება, შესაბამის თაროებზე განთავსება;
** მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ამანათების გაცემა, უკონტაქტო სერვისის მეშვეობით;
** საწყობის აღწერა საჭიროებებიდან გამომდინარე.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გეძლევათ შესაძლებლობა, შემოუერთდეთ ჩვენს მეგობრულ გუნდს, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hr@spacecargo.ge. ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება და ლოკაცია.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე