დასახელება:
საწყობის და მარაგების მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გსმ სერვისი
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით.
კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის და მარაგების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ
კომპანიის სასაწყობე ოპერაციების მართვა და კონტროლი
შესასრულებელი სამუშაო:
** კომპანიის სასაწყობე პოლიტიკის შემუშავება და მართვა;
** საწყობში არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღება-გაცემის, ნაშთების პროგრამულ მონაცემებთან და საბუღალტრო დოკუმენტაციასთან შედარება და სიზუსტის კონტროლი.
** კომპანიის საწყობებში არსებული ბრუნვის კონტროლი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** ავტოსათადარიგო ნაწილებისთვის ნომენკლატურის/ბარკოდების მინიჭება და საწყობში განთავსება, ნომენკლატურული წარმოების გაკეთება ან დაშლა;
** მოთხოვნილი ნაწილის ობიექტზე ან ადგილზე მიწოდების უზრუნველყოფა;
** საწყობის პერიოდული (მინიმუმ კვარტალში ერთხელ) აღწერა, ფაქტობრივი მონაცემების შედარება ელექტრონულად აღრიცხულ მონაცემებთან;
** აღრიცხვის აქტების მომზადება, გაფორმება და დაარქივება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა;
** რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: hr@gsmservice.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
|
|
|
|