დასახელება:
მარაგების აღრიცხვების ოპერატორ-ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
ბორან ლაითი
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: OSRAM, LUXRAM, TOLSEN, CROWN, EINHELL, BLACK & DECKER და ა.შ.
კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.
ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას: მარაგების აღრიცხვების ოპერატორ-ანალიტიკოსი
მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
ვაკანსია: მარაგების აღრიცხვების ოპერატორ-ანალიტიკოსი
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30-დან 17:30-მდე;
ანაზღაურება: 1 თვე - 1000 ლარი. შემდგომში ზრდის პერსპექტივით, კვალიფიკაციიდან და
შესრულებული სამუშაოს დახარჯული რესურსიდან გამომდინარე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
მოვალეობები:
** კომპანიის სასაქონლო მარაგების ოპტიმიზაცია საწყობებს შორის.
** საწყობის სასაქონლო მარაგების ანალიზი. გაყიდვებსა და ნაშთებზე დაყრდნობით ოპტიმალური შეკვეთის მომზადება და შიდა გადაზიდვის უზრუნველყოფა.
** საწყობის მენეჯერებთან კოორდინირებული მუშაობა.
** ადგილობრივი შესყიდვების უზრუნველყოფა კომპანიის საჭიროების შესაბამისად (საკანცელარიო საქონელი, ჰიგიენური საშუალებები, კომპიუტერის აქსესუარები და ა.შ).
** ა/მ სათადარიგო ნაწილებისა და მასალების/მომსახურების შესყიდვის აღრიცხვა და კონტროლი.
** კომპანიის ავტომობილებზე გამოწერილი ჯარიმების აღრიცხვა/კონტროლი
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel and Outlook);
უნარ-ჩვევები:
** აქტიური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოწესრიგებული;
** ორგანიზებული;
** წინააღმდეგობის დამოუკიდებლად დაძლევის უნარი;
** ანალიტიკური უნარები
** სწრაფი ათვისების უნარი.
|
|
|
|