Робота для біженців з України
ინსპექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინსპექტორი
მომწოდებელი: ქვიქტესტი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
ავტომობილების ინსპექტირების ცენტრი "ქვიქტესტი" აცხადებს ვაკანსიას ინსპექტორის თანამდებობაზე.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ანაზღაურება: 1000 ლარი
** ბენეფიტები: კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით

ძირითადი მოთხოვნა: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** მომხმარებელთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა;
** სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პროცესის უშუალოდ განხორციელება დადგენილი სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების შედეგების გაფორმება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** დისციპლინის უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხარისხის დაცვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია ავტომომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობა,
** ავტომობილის საკვანძო დეტალების ცოდნა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება;
** გუნდურობა;
** მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: hr@qt.ge გთხოვთ, პოზიციის დასახელება მიუთითეთ ელფოსტის სათაურში.

დამატებითი ინფორმაცია:

შპს "ქვიქტესტის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე