Робота для біженців з України
კლუბის ხელმძღვანელები - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლუბის ხელმძღვანელები
მომწოდებელი: ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
"ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას დებატკლუბის და ინტელექტუალური კლუბის ხელმძღვანელების პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

პროგრესი 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ.
პროგრესს ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

ეს ყოველივე პროგრესს ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!
მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://www.schoolprogress.ge/

კლუბის ხელმძღვანელის მთავარი მიზანია მოსწავლეებში კომუნიკაციის, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, არგუმენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარება .

დებატ კლუბის ხელძღვანელის მოვალეობები:

ძირითადი მოვალეობები:

** დებატ კლუბის შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება კვირაში ერთხელ ან შეთანხმებული გრაფიკით
** სადებატო თემების შერჩევა და მოსწავლეებთან ერთად მომზადება
** დებატის სხვადასხვა ფორმატების სწავლება და პრაქტიკაში გამოყენება
** არგუმენტირებული საუბრის, აქტიური მოსმენისა და ეფექტური რეფლექსიის უნარების გაძლიერება
** გუნდის/გუნდების შერჩევა და მომზადება დებატების ჩემპიონატებისათვის
** მოსწავლეთა შეფასება და ინდივიდუალური პროგრესის მონიტორინგი
** გუნდური სულისკვეთების ჩამოყალიბება და მხარდამჭერი გარემოს შექმნა
** საჭირო მასალების მომზადება ან არსებული სასწავლო რესურსების გამრავალფეროვნება

კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება
** დებატებში მონაწილეობის ან მისი მართვის გამოცდილება
** არგუმენტაციის, კრიტიკული აზროვნებისა და საჯარო გამოსვლის კარგი ცოდნა
** ლიდერობის, კომუნიკაციისა და მოტივაციის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა, მინიმუმ, B1 დონეზე

უპირატესობად ჩაითვლება:

** ბავშვებთან ან/და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება

ინტელექტუალური კლუბის ხელმძღვანელი:

ძირითადი მოვალეობები:

** ინტელექტუალური თამაშების ჩატარება სკოლის მოსწავლეებისათვის, კვირაში ერთხელ
** სხვადასხვა სახის ინტელექტუალური თამაშის პოპულარიზაციის ხელშეწყობა
** შიდა სასკოლო ჩემპიონატების ორგანიზება
** სკოლის ნაკრები გუნდების მომზადება სხვადასხვა ინტელექტუალური ჩემპიონატისათვის
** სამსახურის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართულობა;
** პროექტების განხორციელების 1 წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და სემესტრული/წლიური ანგარიშების წარდგენა სამსახურის უფროსისათვის;
** მიმდინარე სასწავლო პროცესის ხარისხის მონიტორინგი;
** პროგრამის განვითარებისათვის საჭირო საკითხების ინიცირება;
** პროექტის შუალედური და საბოლოო შედეგების მიღწევის მონიტორინგი;
** მიღებული შედეგების საფუძველზე, პროგრამის შეფასება და განვითარების უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
** ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილების გამოცდილება
** ინგლისური ენა, მინიმუმ, B1 დონზე

უპირატესობად ჩაითვლება:

** ინტელექტუალური თამაშების სწავლების გამოცდილება
** ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობა იმუშაო ინტელექტუალურად გამორჩეულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან;
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, შამილაძის #30
სამუშაო დრო: შეთანხმებით
ვაკანტური ადგილი: თითოეულ ვაკანსიაზე - 1

რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ: hr.batumi@schoolprogress.ge მეილის სათაურში მიუთითეთ:იმ ვაკანსიის დასახელება, რომელ კლუბზეც აკეთებთ განცხადს: დებატ კლუბის ხელმძღვანელი / ინტელექტუალური კლუბის ხელმძღვანელი.

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 579 333370
გასაუბრებასთან დაკავშირებით დავიბარებთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
მადლობა დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე