დასახელება:
თანამშრომელთა შემოსასვლელის კონტროლიორი
|
მომწოდებელი:
კაზინო აჭარა
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
|
კაზინო "აჭარა" აცხადებს ვაკანსიას დაცვის დეპარტამენტში თანამშრომელთა შემოსასვლელის კონტროლიორის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** უზრუნველყოს დაწესებულებაში შემოსული და გასული თანამშრომლების კონტროლი;
** არ დაუშვას უცხო პირთა შემოსვლა თანამშრომლებისათვის განკუთვნილი შემოსასვლელიდან;
** შემოსული თანამშრომლების საშვების შემოწმება;
** ცვლებში და ღამის საათებში მუშაობის უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღებიანობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@casinoadjara.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე/CV შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, რომლის გადმოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სანშაინი"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე - გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელიც შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადისა.
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების მოთხოვნის უფლებით, რისთვისაც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის სატელეფონო ნომერზე ან მოგვწეროთ ელ-ფოსტა.
შპს "სანშაინი" აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
|
|
|
|