Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: Upgaming
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
კომპანია "Upgaming" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული უნარები:

საწყობის თანამშრომელი პასუხისმგებელია დისტრიბუციიდან მიღებული პროდუქციის კონტროლზე, ვენდინგის აპარატების შევსებაზე. მისი მოვალეობაა პროდუქციის მიღება, გადამოწმება და სწორად განაწილება, ასევე დოკუმენტაციის წარმოება.

** დისტრიბუციიდან მიღებული პროდუქციის მიღება და ზედნადებებთან გადამოწმება.
** სამზარეულოში გამზადებული პროდუქციის აწონვა და შესაბამისი რეპორტის მომზადება ყოველდღიურად.
** ბაზრიდან მიღებული პროდუქციის აწონვა და კონტროლი.
** ვენდინგის აპარატების შევსება საჭირო პროდუქტებით.
** მარაგების კონტროლი და დროული შევსების უზრუნველყოფა.
** საწყობში წესრიგის დაცვა და არსებული პროდუქციის სიზუსტეზე პასუხისმგებლობის აღება.

სამუშაო საათები: 10:00- 18:00 საათამდე
დასვენების დღეები: შაბათი და კვირა

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: career@upgaming.com წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ვაკანსიის ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი, 2025
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე