Робота для біженців з України
უმცროსი დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი დეველოპერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი დეველოპერის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და მიზანდასახულ დამწყებ დეველოპერს, რომელსაც აქვს მათემატიკური აზროვნების უნარი და სურს პროფესიულად განვითარდეს Website Builder პლატფორმებზე.

გრაფიკი: სრული
გნაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოთხოვნები:

** პროგრამირების საბაზისო ცოდნა (Python);
** Website Builder პლატფორმების ცოდნა ან პრაქტიკული გამოცდილება (WordPress, Shopify, Wix, HubSpot);
** რელაციური მონაცემთა ბაზების საბაზისო ცოდნა;
** GitHub-ზე მუშაობის საბაზისო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

უნარები:

** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ლოგიკური მოქმედების უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სწრაფი უნარი;
** გუნდში მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

** განსაკუთრებული უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ შეხება Odoo.sh პლატფორმასთან და იციან მისი მუშაობის მეთოდები;
** REST API-ებთან ან სხვა ინტეგრაციებთან მუშაობის გამოცდილება;
** ნებისმიერი გამოცდილება ბლოკჩეინის/Web3 პროექტებში;
** მათემატიკური განათლება.

რას გთავაზობთ:

** რეალურ პროექტებში მონაწილეობა, პრაქტიკული ცოდნის გასაღრმავებლად;
** განვითარებისა და კარიერული ზრდის პერსპექტივა პროფესიონალ გუნდში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ CV ელფოსტაზე e.nemanishvili@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ Junior Developer.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე