Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=667129&print=yes&view=jobs
 
საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
შპს "შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია" აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის რაოდენობა: 1
სამუშაო საათები კვირაში: 8 საათი
ანაზღაურება: 500 ლარი
სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთაველის 52

დასაქმებულის მოვალეობებია:

** სკოლის კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის მართვა;
** რეგისტრაციის ჟურნალების და არქივის წარმოება, ოქმებისა და ცნობების მომზადება;
** მმართველობითი დოკუმენტის პროექტების შედგენა, რეგისტრაცია, მართვა;
** პერსონალისა და პროფესიული სტუდენტების/მსმენელების პირადი საქმეების წარმოება;
** პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის და ელექტრონული საქმისწარმოების წარმოება და სხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი ან პროფესიული განათლება

გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება

აპლიკანტს მოეთხოვება ჩამოთვლილი ნორმატიული მასალის ცოდნა და შემდეგი უნარები:

** საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №414 "საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ".
** საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება N70 "ელექტრონული მატარებლის სახით შესანახი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ".
** საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №72 ბრძანება.
** საოფისე და საკომუნიკაციო კომპიუტერული პროგრამები
** ინგლისური/გერმანული ენის ცოდნა A1 დონეზე

აპლიკანტმა CV და სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lbutskhrikidze@sasc.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია