"ატელიე აუთლეტი"/"Atelier Outlet" 2018 წლიდან წარმოადგენს 250-ზე მეტ ბრენდს საქართველოს ბაზარზე, მათ შორის: SANDRO, MAJE, HUGO BOSS, ROBERTO CAVALLI, MASSIMO DUTTI და სხვა ბრენდები. ქალის, მამაკაცის, ბავშვის მრავალფეროვანი კოლექცია და სხვადასხვა აქსესუარი, კომფორტული, ნებისმიერი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ ფასად.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შიდა უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.
ლოკაცია: ქ. ბათუმი, #88 ზურაბ გორგილაძის ქუჩა
გრაფიკი: 10:00-18:00/14:00-22:00 (დასვენება 2 დღე)
კონკურენტული ანაზღაურება + ბონუსი
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
** დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან
** FITPASS
აუცილებელი მოთხოვნა: აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
მოვალეობები:
** მაღაზიაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვა;
** მაღაზიის ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა და კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა;
თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge. subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|