Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ნიკს ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
Niks Holding არის დინამიურად მზარდი კომპანია, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ მიდგომებსა და უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს სხვადასხვა სფეროში. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო ვაჭრობას, ლოგისტიკას, წარმოებასა და სამომხმარებლო პროდუქციის სექტორს.

Niks Holding-ში დასაქმებული ადამიანები ქმნიან მრავალფეროვან, მოტივირებულ პროფესიონალთა გუნდს.

ნიკს ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ჰოლდინგში შემავალი კომპანიის ბუღალტრის პოზიციაზე.

განაკვეთი: სრული. 10:00 - 19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი

გამოცდილება:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე
** საოფისე და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა (FINA/Balance)
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ეკონომიკის დარგში
მოვალეობები
** კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად
** კომპანიის მიერ განხორციელებული ოპერაციის აღრიცხვა და კონტროლი
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში
** იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა
** დებიტორ-კრედიტორული დავალიანების კონტროლი და შედარება
** პერიოდულად საწყობის ინვენტარიზაციის ჯგუფში ჩართულობა (ადგილზე ვიზიტი)
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში ჩართულობა
** საჭიროებისამებრ სხვა საბუღალტრო ოპერაციების შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** აკურატულობა და მოწესრიგებულობა

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ორი სანდო რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემებით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@niksholding.comსათაურის ველში მიუთითეთ: ბუღალტერი - [თქვენი სახელი]

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე