დასახელება:
ექიმი-ნევროლოგი
|
მომწოდებელი:
Symmetria
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
|
"Symmetria" — ფიზიკური რეაბილიტაციის თანამედროვე ცენტრია, რომელიც პაციენტებს ინდივიდუალური პროტოკოლებით, მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად მკურნალობს ბიომექანოთერაპიის მეთოდის საშუალებით.
"სიმეტრია" აცხადებს ექიმ-ნევროლოგის პოზიციას ბათუმში (ფიროსმანის ქ. 18ა).
ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტების მიღება და საწყისი კონსულტაცია, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება;
** პაციენტის მართვა, სამკურნალო გეგმის განსაზღვრა და მდგომარეობის მონიტორინგი;
** შიდა პროტოკოლებით სამედიცინო მომსახურების გაწევა;
** სამედიცინო ჩანაწერების წარმოება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სახელმწიფო სერტიფიკატი ნევროლოგიაში;
** გამოცდილება ექიმის პოზიციაზე (რეზიდენტები და უმცროსი ექიმები არ განიხილება);
უპირატესობად ჩაითვლება: რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** გრაფიკი მოლაპარაკებით: სრული ან შეთავსებით (ნახევარ განაკვეთი);
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** პროფესიულ განვითარებასა და სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობას;
** სტაბილურობასა და მხარდაჭერას;
** კლინიკის მომსახურებაზე ფასდაკლებებს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr.symmetria.ge@gmail.com.
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ნევროლოგი".
|
|
|
|