Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=667052&print=yes&view=jobs
 
კატალოგერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატალოგერი
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკაში კატალოგერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ელექტრონულ საინვენტარო ჟურნალში გატარება;
** დიუის ათწილადი კლასიფიკაციის მიხედვით კლასიფიცირება;
** ილიაუნის ელექტრონულ კატალოგში აღწერა;
** ტექნიკური დამუშავება;
** როგორც ძირითადი საქმიანობის ნაწილი, მას ასევე შეიძლება დაევალოს საბიბლიოთეკო ფონდების მოწესრიგება, ბიბლიოთეკის მიმდინარე პროექტებსა და სხვადასხვა საქმიანობაში მონაწილეობა.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველებისა და წერის უნარი;
** ინგლისური ენის ფლობა (B2-C1 დონე);
** კომპიუტერული პროგრამების MS Word, Excel, PowerPoint, ასევე, აკადემიური საძიებო პლატფორმებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კომპეტენციები;
** სასურველია ბიბლიოთეკაში კატალოგერად, კლასიფიკატორად ან სხვა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ქცევითი კომპეტენციები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინფორმაციის დახარისხების უნარი;
** ინტერნეტში ძიების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #32;
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი);
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევით ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოთხოვნილი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge არაუგვიანეს 2025 წლის 22 სექტემბრის 18:00 საათისა: (გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "კატალოგერი").

1. CV;
2. სამოტივაციო წერილი - სასურველია, არ აღემატებოდეს 1 გვერდს;
3. უცხო ენის ცოდნის ან სხვა რაიმე აქტივობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია თქვენთან სამსახურებრივი ან საგანმანათლებლო მიმართების მითითებით.

დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტით.

მე-2 ეტაპი − გასაუბრება (ქართულ და ინგლისურ ენაზე გაიმართება 26 სექტემბერს, მხოლოდ
შერჩეულ კანდიდატებთან).

მე-3 ეტაპი − წერილობითი დავალების შესრულება (ქართულ და ინგლისურ ენებზე
ჩატარდება 1 ოქტომბერს მხოლოდ გასაუბრების შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან).

მე-4 ეტაპი − ტრენინგების სესია (მხოლოდ ერთ შერჩეულ კანდიდატთან, 7-10 ოქტომბერი).

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონით დადგენილი გამოსაცდელი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია