Робота для біженців з України
შემხვედრი/მითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემხვედრი/მითერი
მომწოდებელი: Geosky
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
შპს "ავიაკომპანია ჯეო სქაი" აცხადებს ვაკანსიას შემხვედრის/მითერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სტუმრების და პარტნიორების მიღება და რეგისტრაცია;
** სტუმრების გადაამისამართება შესაბამის დეპარტამენტებთან ან თანამშრომლებთან;
** სტუმრების შეხვედრებისა და შეხვედრების ოთახების კოორდინაცია და დაჯავშნა;
** ოფისში შემომავალი სატელეფონო ზარებისა და კორესპონდენციის მიღება და გადამისამართება;
** ოფისში დისციპლინისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
** საჭიროებისამებრ ადმინისტრაციული/დოკუმენტური დახმარება სხვადასხვა დეპარტამენტისთვის;
** ოფისში შემოსული კორესპონდენციის, წერილების და საკურიერო მომსახურების რეგისტრაცია და გადაცემა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ქართული ენის სრულფასოვანი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office, ელფოსტა, ონლაინ კალენდრები და სხვა საოფისე პლატფორმები).

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა და ეფექტური ურთიერთობის უნარი;
** დამაჯერებელი და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@airgeosky.com

შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - შემხვედრი/მითერი

კომფიდენციალობა:

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავიაკომპანია ჯეო სქაიმ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@airgeosky.com; ან/და ტელეფონის ნომერზე 591 10 30 98

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "იურიდიული მხარდაჭერისა და მონაცემთა უსაფრთხოების ცენტრი DPO@airgeosky.ge; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

"გატყობინებთ, რომ ვაკანსიაზე აპლიკაციის გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშავოს და შეინახოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები იმ მიზნით, რომ მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა და შეფასება. თქვენი მონაცემები არ გაიცემა მესამე პირებზე თქვენი ნებართვის გარეშე და გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის ფარგლებში."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე