დასახელება:
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის თანამდებობაზე.
ასისტენტის სამუშაო საათებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 25 სთ კვირაში, დილის 09:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე.
ასისტენტის ფუნქციებია:
** ბავშვთან ერთად საგაკვეთილო პროცესზე დასწრება;
** მისი დახმარება უშუალოდ საგაკვეთილო პროცესში დავალებების შესრულებისას;
** ბავშვის ასისტირება საკვების მიღების, საპირფარეშოში გასვლისას, ეზოში სასეირნოდ გაყვანისას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ჰქონდეს მინიმუმ პროფესიული განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ჰქონდეს მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ. ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.
უპირატესობა ენიჭება პირს, რომელსაც დამატებით:
** აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება;
** აქვს გავლილი ტრენინგ-კურსები ინკლუზიური განათლების საკითხებზე (შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი);
** აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში;
** აქვს განათლების სისტემაში (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა) მუშაობის გამოცდილება;
** აქვს ფსიქოლოგის, მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის, ოკუპაციური თერაპევტის, სოციალური მუშაკის, სამედიცინო განათლება.
კონკურსის ეტაპები:
1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
2. გასაუბრება
გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე tamar_khatiashvili@yahoo.com.
უპირატესობა მიენიჭება პირველად გამოგზავნილ განაცხადებს. განაცხადების მიღების ვადაა 2025 წლის 16 სექტემბრიდან 2025 წლის 16 ოქტომბრამდე.
|
|
|
|