Робота для біженців з України
ქცევითი თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქცევითი თერაპევტი
მომწოდებელი: პირველი ნაბიჯი საქართველო
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე - ქალაქ თბილისში, ისნის ფილიალში.

"პირველი ნაბიჯი" ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ისნის რაიონის ფილიალი
კვალიფიკაცია:

** ბაკალავრის დიპლომი ფსიქოლოგიაში (სასურველია ბავშვთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია);
** ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი აუცილებელია;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე (სასურველია).

საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები:

** ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითადი პრინციპების ცოდნა
** გუნდური მუშაობის უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com. განცხადებების მიღების ბოლო ვადა - 30 სექტემბერი 2025.

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის და ფილიალის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე ვერ იქნება განხილული.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე