Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=667006&print=yes&view=jobs
 
საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი" (სეუ) აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო სტუდენტთა დარეგისტრირება სწავლების ელექტრონულ სისტემაში: (www.emis.seu.edu.ge) სტუდენტთა მონაცემების რეგისტრაცია, სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა.
** სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება (საჭირო დოკუმენტების სრულყოფა);
** დაინტერესებული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
** უნივერსიტეტში გარე მობილობით გადმოსვლის მსურველ საერთაშორისო სტუდენტთა განცხადებების რეგისტრაცია და თანდართული დოკუმენტების მიღება; სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამასთან არსებული სასწავლო ბარათის პროგრამის ხელმძღვანელის მიერ შედარება/აღიარების შემდეგ, სწავლების ელექტრონულ სისტემაში (www.emis.seu.edu.ge) მონაცემების ასახვა, უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა, სტუდენტის დაინტერესების შემთხვევაში სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
** სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა პროგრამასთან თავსებადობისა და ასაღიარებელი კრედიტების ოდენობასთან დაკავშირებით;
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტების კონსულტირება, მათი მხარდაჭერა სასწავლო პროცესის დაგეგმვაში და მათთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - სასურველია მაგისტრი/მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** განათლების სფერო - განათლების მენეჯმენტი; ბიზნესის ადმინისტრირება ან მომიჯნავე მიმართულებები;
** სამუშაო გამოცდილება - 1 წელი (სასურველია უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილება);
** კომპიუტერული პროგრამები - MS Office;
** ენები - ინგლისური ენა (მინიმუმ B2)/

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** CV-ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია