Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=667005&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: HazetGeorgia
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
"HazetGeorgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე თბილისში.

"HazetGeorgia"-ს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ინოვატორის საოჯახო ტექნიკისა და ხელსაწყოების ინდუსტრიაში, გვაძლევს საშუალებას რომ თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ განსაკუთრებული მომსახურება, რომელიც საშუალებას მისცემს მას უფრო წარმატებული გახადოს საკუთარი საქმიანობა.

სპეციფიური პასუხისმგებლობები:

** კორპორატიული გაყიდვების მიზნების მიღწევა და ყოველთვიური/წლიური გეგმების შესრულება;
** 4 კაციანი გუნდის მართვა და გეგმის შესრულების მონიტორინგი;
** გაყიდვების გუნდის შედეგების ანალიტიკა და სტრატეგიის შემუშავება ახალი პარტნიორების ათვისებისა და გაყიდვების გაზრდის მიზნით;
** ბაზრის პირობების, ტენდენციების და კონკურენტული გარემოს შესწავლა;
** გაყიდვების რეპორტინგი და ანგარიშგება;
** რეკომენდაციების შემუშავება გაყიდვების პროცესის გამარტივების მიზნით;
** გუნდთან აქტიური თანამშრომლობა იმისათვის, რომ შეიმუშავონ სტრატეგიები, განახორციელონ მიზნები და გახდნენ უფრო ეფექტური;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ძლიერი კომუნიკაციური და მოლაპარაკების უნარები;
** პრეზენტაციის, ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მენეჯერული გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:30-18:30 სთ
** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღომი
** ხელფასი: 2900 + ბონუსი + პორტფელი
** კორპორატიული ნომერი;
** წელიწადში 5 კალენდარული ანაზღაურებადი დღე დამატებითი შვებულების სახით (Dayoff);

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: hr@hazetgeorgia.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, HazetGeorgia ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია