დასახელება:
ადმინისტრაციული მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ლემონსი
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
|
ლემონსი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და უკვე 14 წელზე მეტია უძრავი ქონების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა.
ლემონსთან თანამშრომლობენ საქართველოში მოქმედი წამყვანი დეველოპერული კომპანიები, ასევე გამოცდილი თუ დამწყები ბიზნესები. დღეს უკვე ლემონსი არის კომპანია, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, იდეებსა და შედეგებს, სადაც თითოეული პროექტი იქმნება სანდო პარტნიორობითა და განვითარებაზე ფოკუსირებით.
ვაკანსია: ადმინისტრაციული მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2000 - 3000 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)
Lemons-ის შესახებ:
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.lemons.ge
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** შეხვედრების ორგანიზება;
** შემომავალი/გამავალი კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** საოფისე მარაგების მართვა/აღრიცხვა;
** სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მონიტორინგი;
** კომპანიაში არსებული დოკუმენტაციის დახარისხება, ფაილებისა და ჩანაწერების ორგანიზება, სკანირება და დაარქივება;
** ოფისის/ოფისების გამართულ მუშაობასთან დაკავშირებულ მესამე პირებთან თანამშრომლობა;
** ოფისის/ოფისების მუდმივი წესრიგისა და გამართული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
** მიმდინარე საოფისე დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ ან საოფისე პოზიციაზე
** სასაუბრო დონეზე ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office - Outlook, Excel, Word, PowerPoint) ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი (როგორც წერილობითი, ისე ზეპირი);
** თავდაჯერებული და მკაფიო კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** დროის მენეჯმენტი და ორგანიზაციული უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, სიზუსტე და ხარისხზე ფოკუსირება.
რას გთავაზობთ ჩვენ?
** კონკურენტული ანაზღაურება - საბაზისო ხელფასი + ბონუსები შესრულებული შედეგების/გეგმების მიხედვით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა - სრულყოფილი სადაზღვევო პაკეტი;
** მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო - თანამედროვე ოფისი და მეგობრული გუნდი;
** პროფესიული განვითარება - შიდა და გარე ტრენინგები;
** კორპორატიული ღონისძიებები და თიმბილდინგი - გუნდის ერთიანობისა და მოტივაციისთვის;
** სასიამოვნო გარემო სამუშაო-ცხოვრების ბალანსისთვის.
როგორ გახდეთ ლემონსელი?
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@lemons.ge და გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
|
|
|
|