Робота для біженців з України
საბავშვო სივრცის ძიძა - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბავშვო სივრცის ძიძა
მომწოდებელი: დიალოგ კოხტა აპარტს
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად, 134 ნომრიანი ახალაშენებული აპარტ-სასტუმრო "დიალოგ კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას საბავშვო სივრცის ძიძის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი

საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს თანმშრომლის საცხოვრებლსა და ტრანსპორტირებას.

ძირითადი მოვალეობები:

** გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების ზედამხედველობა;
** სახალისო და ინტელექტუალური აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** ბავშვებისთვის უსაფრთხო, პოზიტიური გარემოს შექმნა;
** ჰიგიენის და სისუფთავის ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული;
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე;
** კვებით უზრუნველყოფას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dialoghotels@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "საბავშვო სივრცის ძიძა."

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე