Робота для біженців з України
მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: მატიო
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
შპს "მატიო" აცხადებს ვაკანსიას კრიპტო ჩასარიცხი აპარატების ქსელის მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: დისტანციური რეჟიმი, სრული განაკვეთი (კვირაში 40 სთ) (შესაძლებელია ნახევარ განაკვეთზე მუშაობის განხილვაც), მცოცავი გრაფიკი.
სამუშაო საათები: 12:00-22:00 სთ
ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** შემოსულ სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებზე (ჩათის, ელფოსტა) პასუხი.
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების დაცვით მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და ეფექტური მხარდაჭერის სერვისის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია კლიენტთა მომსახურების მიმართულებით 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
** ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა როგორც წერილობით, ასევე ვერბალურ ნაწილში.
** ოფიციალური მიმოწერების წარმოების სპეციფიკის ცოდნა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** ეფექტური წერილობითი კომუნიკაცია.
** კარგი მეტყველება/გადმოცემის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე rati.meskhishvili@matio.com.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე