დასახელება:
კვების ობიექტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი /პროფესიული განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამწლიანი) გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Word, Excel);
** აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კვების ობიექტის ყოველდღიური მუშაობის ხელმძღვანელობა და კონტროლი;
** მიმდინარე საქმიანობის გეგმების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლი;
** მომდევნო სამუშაო დღის დაგეგმვა და გეგმის მიხედვით შესაბამისი მითითებების მიცემა პერსონალისათვის;
** პერსონალის მოვალეობების შესრულების ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** საჭიროებისამებრ, პერსონალს შორის ფუნქციათა ეფექტური გადანაწილება, მათთვის დახმარების გაწევა დაგეგმილი საქმის შესრულებისათვის;
** ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ყოველდღიური კონტროლი;
** ყველა სააღრიცხვო დოკუმენტის სწორი წარმოება და დროული მიწოდება ადრესატისთვის;
** ობიექტზე განსაზღვრული გარკვეული ტიპის ჟურნალების წარმოება;
** საკვების გასაცემ ხაზზე გატანამდე საკვების ორგანოლეპტიკური (ფერი, სუნი, გემო) თვისებების მკაცრი კონტროლი და დაგემოვნება;
** პროდუქციის დროული და სწორად განსაზღვრული რაოდენობებით შეკვეთა;
** მარაგების მიწოდების მომენტში მიღებული პროდუქტის ხარისხიანობის, ვადიანობისა და ეტიკეტირების კონტროლი;
** ობიექტზე ტექნიკის სწორად ექსპლუატაცია, ინვენტარისა და ტექნიკური აღჭურვილობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი;
** დამტკიცებული ფორმების/ჟურნალების ზუსტი, კორექტული და დროული წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
ჩვენ გთავაზობთ:
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი / 09:00-18:00სთ;
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
პატივისცემით,
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფაЬ
|
|
|
|