Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ალმა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
სასტუმრო "ალმა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთაველის გამზ.28
სამუშაო განაკვეთი: 2/2, 09:00-21:00
ანაზღაურება: 1200 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, განთავსება და გასტუმრება არსებული სტანდარტების შესაბამისად
** ანგარიშსწორების წარმოება - როგორც ნაღდი, ისე უნაღდო გადახდის ფორმებით
** სტუმრების რეგისტრაცია სასტუმროს სისტემაში, ინფორმაციის დამუშავება, აღრიცხვებისა და ინვოისების მომზადება
** სტუმრებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება - სასტუმროს ნომრების, წესების, სერვისებისა და ტარიფების შესახებ
** მუდმივი კომუნიკაცია სტუმრებთან და კეთილგანწყობის მოპოვება
** შემოსული და გასული კომუნიკაციების (ტელეფონი, იმეილი, პლატფორმები) მართვა
** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური და აქტიური თანამშრომლობა

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სასტუმრო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** გუნდური მუშაობის უნარი
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის და დროის სწორად მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@almahoteltbilisi.com. ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ადმინისტრატორი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე