Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=666740&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება SEO სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება SEO სპეციალისტი
მომწოდებელი: ალპაკა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
სააქციო საზოგადოება "ალპაკა" პირველი ქართული სპეციალიზებული SEO სააგენტოა, რომლის მთავარი ამოცანა ბიზნესების ზრდა, განვითარება და ცნობადობის ამაღლებაა.
საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის მიზანია ვებსაიტი რელევანტურ საძიებო სიტყვებზე გამოჩნდეს საძიებო შედეგების (მაგ: Google, Bing, Yahoo) პირველი ადგილზე, რაც ავტომატურად ნიშნავს დიდი რაოდენობით ვიზიტორს.

"ალპაკა" აცხადებს სტაჟირებას SEO სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რამაზ ჩხიკვაძის N16.
ანაზღაურება: 700 ლარი (NET)

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ ანაზღაურებას + Stock option-ებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** AI პლატფორმების გამოყენებისა და მათთან მუშაობის შესაძლებლობას;
** SEO სპეციალისტი ჩაერთვება როგორც ლოკალურ, ასევე გლობალური ბაზრისთვის განკუთვნილ პროექტებში;
** შეძლებს საძიებო სისტემებისთვის ვებ-გვერდის ოპტიმიზაციის შესწავლას, მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით;
** შესაძლებლობა ექნება იმუშაოს და ისწავლოს 10+ წელი გამოცდილების მქონე SEO სპეციალისტებთან.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დამკვეთებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და ინფორმაციის მიწოდება SEO სერვისების შესახებ;
** საძიებო სიტყვების კვლევა და დახარისხება;
** საიტების ტექნიკური გადამოწმება, შეფასება და ანალიზი;
** კონტენტ სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** Off-page SEO ფარგლებში პოტენციური საბექლინკე პლატფორმების მოძიება და ბექლინკების მოპოვება;
** საჭიროების შემთხვევაში, AI ინსტრუმენტების დახმარებით SEO პროცესების გაუმჯოესება/გამრავალფეროვნება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა (სამუშაო დონეზე);
** საბაზისო ცოდნა და გამოცდილება SEO მიმართულებით;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მუდმივი განვითარებისა და ახალი სტანდარტების შექმნის სურვილი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურობა;
** სტრატეგიული ხედვა.

შერჩევის პროცედურის ეტაპებია:

1. განაცხადის შევსება;
2. ტექნიკური დავალება;
3. გასაუბრება;
4. დასაქმება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოაგზავნოთ CV მითითებულ ლინკზე - https://alpaca.ge/vacancy/junior-seo/

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია