დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
მულტი
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
"ბიბლუსი ჯგუფი"-ს შვილობილი კომპანია - შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას ღამის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თემქის ფილიალში.
"მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.
სამუშაო ადგილი: თემქა 11მ/რ 3კვ.
სამუშაო გრაფიკი: 23:00 - 08:00 სთ. ყოველ მეორე დღეს (2 საათი შესვენება ცვლის დროს).
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
** მომხმარებლისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.
მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მზარდ საბონუსე სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელმისამართზე: vacancy@multimarket.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი თემქა"
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|