დასახელება:
მომსახურების მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ავერსის კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
შპს "ავერსი ფარმა" აცხადებს მომსახურების მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომლის ვაკანსიას.
სამუშაოს აღწერილობა:
სამუშაო განრიგი: 9:00-15:00 და/ან 15:00-21:00 (6-საათიანი სამუშაო გრაფიკი)
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 16
ანაზღაურება: 1000 ლარი + (ნეტო)
მთავარი მოვალეობები:
** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და შეფასება;
** კლიენტებთან კომუნიკაციის სტანდარტების კონტროლი;
** მონიტორინგის შედეგების დაფიქსირება და ანგარიშების მომზადება;
** რეკომენდაციების შემუშავება მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;
** გუნდთან და ხელმძღვანელთან რეგულარული უკუკავშირის მიწოდება.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების კუთხით (სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ადეკვატური შეფასებისა და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** შემოქმედებითი მიდგომა, პასუხისმგებლობის გრძნობა, აქტიურობა და შრომისმოყვარეობა.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 26.09.2025 წელი
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ.: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 577 373 161
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/PS1rMnYjpu
|
|
|
|