Робота для біженців з України
ავტომობილების ტექნიკური ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომობილების ტექნიკური ოფიცერი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
სვის კაპიტალი ახლა უკვე "სკაპი" — ახალი სახელით აგრძელებს საქმიანობას. სახელის ცვლილება ასახავს კომპანიის სტრატეგიულ ევოლუციას, რომელიც მიმართულია როგორც ტექნოლოგიების განვითარებისკენ, ასევე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და პროდუქტების გამრავალფეროვნებისკენ.

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი საქართველოში 2010 წლიდან საქმიანობს. დღეს კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 34 ფილიალით საქართველოს 13 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, გარდაბანში, თელავში, გურჯაანში, ხაშურში, მარნეულში, ახალციხესა და ფოთში.

სკაპის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას.

კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რასაც უზრუნველყოფს ორგანიზაციაში მოქმედი სწავლებისა და თანამშრომელთა განვითარების კომპლექსური სისტემა. ამჟამად სკაპი აერთიანებს 500-ზე მეტ პროფესიონალს.

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების ტექნიკური ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომობილის მიღება ავტოსადგომზე: დასურათება, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
** მომხმარებლის ან გაყიდვების აგენტის მოთხოვნით ავტომობილის მუშა მდგომარეობაში მოყვანა;
** ავტოსადგომზე მყოფი ავტომობილების მოწესრიგება, საბურავების დაბერვა და ა.შ.;
** ავტომობილის შესახებ მონაცემების გამოთხოვა კომპანიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან;
** ავტომობილების განთავსება სარეალიზაციოდ საქართველოში მოქმედ პორტალებზე myauto და სხვ. უკვე განთავსებული განაცხადების ვადების კონტროლი და დროული განახლება;
** ავტოსადგომიდან ავტომობილის გაყვანის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

სხვა მოთხოვნები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ორგანიზებულობა;
** ავტომობილის მართვის უნარი (ძალიან კარგად).

სამუშაო პირობები:

** სამუშაოს ტიპი: ტექნიკური და საოფისე
** სრული განაკვეთი;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და საბონუსე სისტემა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "Auto Technic Officer".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე