Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=666652&print=yes&view=jobs
 
ფსიქოლოგი/ქცევითი თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი/ქცევითი თერაპევტი
მომწოდებელი: საქართველოს ბავშვები
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ბავშვები" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის/ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე - ქალაქ თბილისში.

კვალიფიკაცია:

** ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბავშვთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია);
** ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე კანდიდატი უნდა ფლობდეს ქცევის გამოყენებითი ანალიზის 40 საათიანი საბაზისო კურსის სერთიფიკატს;
** ქცევის გამოყენებითი ანალიზის სერთიფიკატის ფლობა (სასურველია)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია)
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)

საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა

სამუშაო დატვირთვა: სრული

შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე, დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე: childrenofgeorgia1@gmail.com:

** ავტობიოგრაფია/CV;
** სამოტივაციო წერილი;
** სასურველია ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური კურსისი სერთიფიკატის ასლი.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 სექტემბერი. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შეტყობინება გაეგზავნებათ, მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს, რის
შემდეგაც ჩაუტარდებათ გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია