Робота для біженців з України
საგამოძიებო მედია ლაბის ოპერაციული ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგამოძიებო მედია ლაბის ოპერაციული ხელმძღვანელი
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
პოზიცია: საგამოძიებო მედია ლაბის ოპერაციული და პროდაქშენის ხელმძღვანელი
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველოს უნივერსიტეტი
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** საგამოძიებო მედია ლაბის ოპერაციული საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
** პროდაქშენის პროცესების (ვიდეო, აუდიო, ციფრული პროდუქცია) დაგეგმვა და ზედამხედველობა;
** პროექტების კოორდინაცია, ვადების და ხარისხის უზრუნველყოფა;
** რესურსებისა და ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა;
** საგამოძიებო პროექტებში მონაწილე გუნდის ხელმძღვანელობა და მხარდაჭერა;
** პარტნიორებთან, დონორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ჟურნალისტიკა, მედია მენეჯმენტი, კომუნიკაციები ან შესაბამისი მიმართულება);
** მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მედია სფეროში, ოპერაციული ან პროდაქშენის მიმართულებით;
** საგამოძიებო ჟურნალისტიკის სპეციფიკის ცოდნა;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** პროექტების დაგეგმვისა და ბიუჯეტირების უნარი;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სხვა უცხო ენები ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული კომპეტენციები:

** სტრატეგიული აზროვნება და ანალიტიკური უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ინოვაციური მიდგომა.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** დინამიური და შემოქმედებითი სამუშაო გარემო;
** საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
** განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე არაუგვიანეს 20 სექტემბრისა: Vacancy@ug.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: "საგამოძიებო მედია ლაბის ოპერაციული და პროდაქშენის ხელმძღვანელი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე