დასახელება:
მიღება-განთავსების სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო გრაფი
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
4 ვარსკვლავიანი "სასტუმრო გრაფი", რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების (Front Office) სუპერვაიზერის პოზიციაზე.
ფუნქციები და მოვალეობები:
** ზედამხედველობა გაუწიოს მიღება-განთავსების დეპარტამენტის შეუფერხებელ საქმიანობას;
** აკონტროლოს საოპერაციო საქმიანობის გამართულობა, ჯავშნის სისტემაში და ჯავშნის სხვა პლატფორმებზე, ოთახების ხელმისაწვდომობა, სტატუსი;
** ჯავშნის პირობებისა და ტარიფების საფუძვლიანი ცოდნა, მონიტორინგი;
** სასტუმროს ჯავშნის სისტემაში ოთახის ჯავშნის დეტალების, ცვლილებების, სტუმრის ინფორმაციის, მოთხოვნებისა და ფინანსური ოპერაციების სიზუსტით ასახვის უზრუნველყოფა;
** სასტუმროს ყველა საოპერაციო პროცედურის საფუძვლიანი ცოდნა და სხვა განყოფილებებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** სასტუმროში არსებული სერვისების შესახებ, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება და სტუმრებთან აქტიური კომუნიკაცია;
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტით;
** დეპარტამენტის ყოველთვიური სამუშაო გრაფიკის შემუშავება;
** მიღება-განთავსების განყოფილების თანამშრომლების სწავლება და გადამზადება;
** ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული აუდიტის წარმოება და რეპორტინგი.
** შეასრულოს სხვა მოვალეობები გენერალური მენეჯერის დავალებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, პროგრამა "არეალის" ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა;
** საოფისე პროგრამების ფლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი ისე ვერბალური;
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი.
სამუშაო გრაფიკი -სრული,
კვებას უზრუნველყოფს სასტუმრო.
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე gm@grafhotel.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|