Робота для біженців з України
დისტრიბუტორი/მერჩანდაიზერი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი/მერჩანდაიზერი
მომწოდებელი: მაისი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის წვენების მწარმოებელი კომპანია "მაისი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის/მერჩანდაიზერის პოზიციაზე.

კომპანია მაისი დაფუძნდა 2020 წელს და აწარმოებს ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის წვენებს. კომპანია ორიენტირებულია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.

** ლოკაცია: მცხეთის რ-ნი, სოფელი ნატახტარი
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 6:00 საათამდე
** ანაზღაურება: 2000 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების მომარაგება არსებული შეკვეთების შესაბამისად, კომპანიის კუთვნილი ავტომობილებით;
** პროდუქციის უსაფრთხოდ და დროული მიწოდება ობიექტებში, გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
** პროდუქციის მითვლა უფლებამოსილი პირისათვის ზედნადებში მოცემული რაოდენობის მიხედვით;
** შეკვეთების გამზადება წინასწარ გაწერილი რაოდენობების, პოზიციებისა და კომპანიების მიხედვით;
** წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე პროდუქციის გადატვირთვა;
** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა;
** ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
** ვიზიტი პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში და პროდუქციის სწორად განთავსება/დალაგება დახლებზე;
** შეკვეთების მიღება პარტნიორი სავაჭრო ობიექტებიდან;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

აუცილებელი უნარები და მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია (აუცილებელი მოთხოვნა)
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა;
** ენერგიულობა, ინიციატივის წარმოჩენა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელფოსტაზე: info@maisi.ge. subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე