Робота для біженців з України
საქმეთა მწარმოებელი - თერჯოლა/ტყიბული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქმეთა მწარმოებელი
მომწოდებელი: ურბან ბილდერს
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
სამშენებლო კომპანია შპს "ურბან ბილდერს" აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

შპს "ურბან ბილდერს" 2021 წლიდან წარმატებით საქმიანობს სამშენებლო სფეროში და ახორციელებს სამშენებლო პროექტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

კომპანიის მიმდინარე პროექტები: ქალაქ ტყიბულის N1 და ქალაქ თერჯოლის N1 საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია;
მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის N14

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ორგანიზება და მართვა;
** ობიექტზე მომუშავე პერსონალთან და პროექტის ხელმძღვანელობასთან ეფექტიანი კომუნიკაცია.
** სამშენებლო ობიექტზე სამუშაო პროცესის კონტროლი და ხარისხის უზრუნველყოფა, მათ შორის სამშენებლო მასალების მიზნობრივი და სწორი გამოყენების მონიტორინგი;
** უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და შესრულებული სამუშაოების რეგულარული ანგარიშგება პროექტის მენეჯერთან.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება (სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით);
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის ან მსგავს პოზიციაზე);
** სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:

** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
** სამუშაო ადგილი: თერჯოლა/ტყიბული
** ანაზღაურება: 2500-დან 4000 ლარამდე, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: OFFICE@ubltd.ge; სათაურის ველში მიუთითეთ: "სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი".

ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 557 76 95 96

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე