დასახელება:
საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
ბს/2 ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსი, ATM ბანკომატების და PayBox ჩასარიცხი აპარატების მიმართულებით - ფოთში.
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაცია
** ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება, ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება
** მოწყობილობების სისტემურ ქსელებთან დაკავშირება ან/და გამართვა
** მოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება
** ATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა
** EFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია
მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა. უპირატესობა მიენიჭებათ საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
** სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით;
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
** კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, გამოცდილების შესაბამისად;
** საბონუსე სისტემას, შესრულებული დავალებების გათვალისწინებით;
** საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;
** სამუშაო საათები არაუმეტეს 40 სთ კვირაში, შესაძლებელია ცვლების მიხედვით გადანაწილება;
** საშუალო ანაზღაურება და ყოველთვიური დანამატი (NET/ხელზე ასაღები): 1300-2200₾;
** საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში იჯარის ანაზღაურებას და ავტომობილის დაზღვევას;
** საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;
** პარკირების გადასახადის უზრუნველყოფას;
** სამსახურებრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტს;
** ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|