Робота для біженців з України
კორპორატიულ მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიულ მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: IBEX logistics
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "Ibex logistics" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიულ მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, 0112
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით / 10:00-18:00 (13:00-14:00 შესვენება)
ანაზღაურება: ფიქსირებული და ბონუსი.

ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით ყოველდღიური საქმიანობით დაგეგმვა და შესრულება;
** კომპანიის მიერ დასახული ამოცანების ჯეროვნად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Outlook/E-mail);
** პრიორიტეტად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება ლოგისტიკის მიმართულებით და გაყიდვების სფეროში.
** აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (ორივე ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად)
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური, კომუნიკაბელური;
** სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტური განაწილება;
** სტრესულ სიტუაციებში მობილიზების უნარი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება;
** გაუთვალისწინებელი შეთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@i-bex.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე