დასახელება:
მღებავის დამხმარე / მზუმფარავი
|
მომწოდებელი:
სკამი
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
ჩვენ შესახებ:
კომპანია "სკამი" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ავეჯის საწარმოა საქართველოში. ვმუშაობთ თანამედროვე სტანდარტებით, მუდმივად ვზრდით წარმოების შესაძლებლობებს და ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც სტაბილურობა, ხარისხი და განვითარება გარანტირებულია.
პოზიცია: მღებავის დამხმარე / მზუმფარავი (მშკურკავი)
** ანაზღაურება: 1700-2400 ლარი + ბონუსები (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით)
** გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი
** ლოკაცია: თბილისი, ავჭალა, "ხელოსნები ქალაქი"
მოვალეობები:
** ხის ავეჯის მოხვეწა/დაზუმფარება ("შკურკვა")
** "გაშკურკული" პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი და კომპანიის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა
** შეღებილი პროდუქციის ხარისხის შემოწმება და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა
მოთხოვნები: მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
CV გამოგზავნეთ: jobs@skami.com.ge. Subject-ში მიუთითეთ "მზუმფარავი".
|
|
|
|