Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ბლექ სი დისთრიბუშენი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას  იურისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2000 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** იურიდიულ მეცნიერებათა ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
** იურისტის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (სასურველია მინიმუმ 2-3 წელი);
** საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის (სამოქალაქო, შრომითი, კომერციული, საგადასახადო, ადმინისტრაციული და სხვა შესაბამისი კოდექსების) ცოდნა;
** სასამართლო და ადმინისტრაციული პროცედურების ცოდნა;
** სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებისა და ოფიციალურ ინსტიტუტებთან კომუნიკაციის გამოცდილება;

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის იურიდიული უზრუნველყოფის მართვა და სამართლებრივი პროცესების კოორდინაცია;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის: ხელშეკრულებები, შეთანხმებები, მიღება-ჩაბარების აქტები, მემორანდუმები, საპროცესო დოკუმენტები და სხვა დაკავშირებული მასალები;
** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოებში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და კერძო პირებთან;
** სასამართლო/საარბიტრაჟო დავების სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და პროცესების მართვა;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება პასუხისმგებელი პირებისთვის;
** დავების მოგვარება მოლაპარაკების გზით და სასამართლოს გარეშე გამოსავლის მოძიება;
** იურიდიული რისკების იდენტიფიცირება და კონტრაქტებში დაცვის მექანიზმების ჩაშენება;
** გაყიდვების, დისტრიბუციისა და იმპორტის ხელშეკრულებების მომზადება და სამართლებრივი ანალიზი (მომწოდებლები, რითეილერები, რესტორნები, ლოჯისტიკური პარტნიორები);
** ანტიმონოპოლიური და კონკურენციის კანონმდებლობის კონტროლი და შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი მხარდაჭერა (სავაჭრო ნიშნები, ბრენდები);
** კომერციულ ურთიერთობებში წარმოქმნილი სადავო საკითხების სამართლებრივი მოგვარება (მათ შორის პროდუქციის დაბრუნება, დაგვიანებული გადახდები, არაჯეროვანი მიწოდება);
** ვალების ამოღების სამართლებრივი მხარდაჭერა, მათ შორის: გაფრთხილების წერილების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი ქმედებების განხორციელება;
** დებიტორების და აღიარებული დავალიანებების რეესტრის წარმოება და განახლება;
** კლიენტების გადახდისუნარიანობის სამართლებრივი შეფასება და გადახდის პირობების კონტროლი;
** კორპორაციული მართვა და სტრატეგია;
** შრომითი სამართალი და შიდა რეგულაციები: კომპანიის შრომითი პოლიტიკის სამართლებრივი მხარდაჭერა და შრომის შინაგანაწესის მომზადება, შრომითი ხელშეკრულების შაბლონის შემუშავება, შრომითი დავების მართვა და შრომის კოდექსის შესაბამისად რეკომენდაციების გაცემა, პრობლემური შრომითი საკითხების სამართლებრივი მოგვარება და HR დეპარტამენტის მხარდაჭერა, ორგანიზაციული კულტურის სამართლებრივი მხარდაჭერა და სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვა (ზეგანაკვეთური სამუშაო, ანაზღაურება, შრომითი პირობები);

პიროვნული თვისებები/უნარები:

** ხელშეკრულებების შედგენის, რედაქტირების და ანალიზის უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური (და/ან რუსული) ენის ცოდნა — სასურველია პროფესიული დოკუმენტების წერის დონეზე;
** MS Office პროგრამების და ელექტრონული სამართლებრივი ბაზების მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა, ყურადღება დეტალებისადმი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ძლიერი კომუნიკაციისა და არგუმენტაციის უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@blackseadistribution.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "იურისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე