დასახელება:
პროდუქციის მიმღები, დამსაწყობებელი
|
მომწოდებელი:
რესტორანი ფასანაური
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
რესტორანი ფასანაური აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მიმღების და დამსაწყობებელის პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება: პროდუქციის მიმღები და დამსაწყობებელი
ძირითადი ვალდებულებები:
** დისტრიბუტორების მიერ მოტანილი პროდუქციის მიღება რაოდენობრივად და ხარისხობრივად;
** შესაბამისი დოკუმენტაციის გადამოწმება და პასუხისმგებელი პირისათვის გადაცემა;
** მიღებული პროდუქციის უსაფრთხოდ გადატანა და სწორად განთავსება საწყობში;
** საწყობში წესრიგისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
** მარაგების პერიოდული გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობის ინფორმირება;
** პროდუქტების მოძრაობის ზუსტი აღრიცხვის უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე;
** ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
გრაფიკი: 11:00-18:00
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: tsiradze34@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|