დასახელება:
ბრენდ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
აი სი არ თრეიდი
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
|
"ICR ჯგუფი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. "აი სი არ ჯგუფი" წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.
"აი სი არ ჯგუფის" ერთ-ერთი კომპანია "შპს აი სი არ ტრეიდი" წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისსა და ბათუმში.
ჩვენ გთავაზობთ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თითოეულ თანამშრომელს მიეცეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში.
შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 125
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების, მარჟისა და მარაგების პერიოდული ანალიზი და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება;
** მომხმარებლის საჭიროებების და ბაზრის ტენდენციების ანალიზი, კომერციული სტრატეგიის შემუშავების მიზნით;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბრენდის კომერციული მიზნების შესაბამისად;
** ქსელის საოპერაციო პროცესის მართვა ქსელის მენეჯერებთან ერთად;
** ახალი სავაჭრო ობიექტების გახსნის პროცესში ჩართულობა - სივრცის მზადყოფნის, გუნდის მომზადებისა და მერჩენდაიზინგის კუთხით;
** პარტნიორებთან კომუნიკაცია და კონტრაქტების პირობების შეთანხმების პროცესში მონაწილეობა;
** მონაწილეობა ბრენდის გაყიდვების და შესყიდვების ბიუჯეტის დაგეგმვასა და შესრულების ანალიზში;
** ბრენდის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით;
** კოლექციის შეკვრის, ფასდადების და ასორტიმენტის დაგეგმვის მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, მარკეტინგის ან შესაბამის სფეროში;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, ინფორმაციის დამუშავება (xlsx და სხვა);
** ინგლისური ენის ცოდნა.
საჭირო კომპეტენციები:
** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებული მუშაობის სტილი;
** გამოცდილება მარკეტინგის, ბიუჯეტირების და კომერციული ანალიზის მიმართულებით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2025 წლის 21 სექტემბრისა გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@icr.ge.
გთხოვთ განაცხადის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება - "ბრენდ მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!
კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში. გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს ერთი წლის ვადისა.
აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელფოსტაზე: vacancy@icr.ge
|
|
|
|