Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=666497&print=yes&view=jobs
 
ასისტენტ თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ასისტენტ თერაპევტი
მომწოდებელი: Bright Academy
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
ბავშვთა განვითარების ცენტრი "ბრაით აკადემი" - "Bright Academy" აცხადებს ვაკანსიას ასისტენტ თერაპევტის პოზიციაზე

სამუშაო დატვირთვა: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება ქცევის გამოყენებითი ანალიზის სერტიფიკატის ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და გამოყენება;
** მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა პროფესიული მასალის დამუშავების დონეზე.

საჭირო თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბავშვის განვითარების თერაპიულ პროცესში და ინდივიდუალური პროგრამის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** სამუშაო პროცესის წარმართვაში ჩართვა როგორც სახლის, ისე ცენტრის გარემოში;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო;
** კონკურენტული ანაზღაურება

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@brightacademy.ge განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 14 ოქტომბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია