დასახელება:
ბუღალტრის დამხმარე
|
მომწოდებელი:
ლაგო
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
თუ გაქვს სურვილი, გახდე მეგობრული გუნდის წევრი, ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.
შპს "ლაგო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის 10ე
** სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე 09:30-18:30 (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
** ანაზღაურება: 1000-1200 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება, დაარქივება და საბუღალტრო ბაზაში ასახვა;
** სალაროს/ბანკის ოპერაციების ყოველდღიური ასახვა ბუღალტრულ პროგრამებში და მათი კონტროლი;
** რეალიზაციების ყოველდღიური ასახვა პროგრამაში;
** საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ასახვა და კონტროლი;
** სასაქონლო ზედნადებებისა და მიღებული მომსახურების აღრიცხვა პროგრამაში;
** სხვა მსგავსი საბუღალტრო ოპერაციების შესრულება;
** RS.GE-ზე მუშაობა
კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსების მიმართულებით);
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა Fina-ს ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური/მათემატიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურობა;
** შრომისმოყვარეობა.
განცხადებების მიღების ვადა: 2025 წლის 30 სექტემბერი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე hrlago@mail.ru და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|