Робота для біженців з України
წარმოების და საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების და საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ეკოკემიკა სერვის ჯგუფი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
"ეკოკემიკა სერვის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების და საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** საწყობის ორგანიზება და მოვლა;
** შეეძლოს გაცნობიერება ფასეულობების მატერიალური მახასიათებლების, რომლებიც არის მინდობილ ტერიტორიაზე;
** ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებში მონაწილეობის მიღება, საქონლის გადაზიდვისა და შენახვის პირობების უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა პროდუქციის წარმოების პროცესში და შემდგომ მის დაფასოებებში მონაწილეობის მიღება;
** საწყობში საინვენტარო ნივთების მიღება, გაშვება და შენახვაში მონაწილეობის მიღება, მათი განთავსება სასაწყობო ფართის ტერიტორიაზე;
** უზრუნველყოს მინდობილი საქონლის შენახვის უსაფრთხოება და შენახვის რეჟიმის დაცვა;
** შრომის დაცვის სტანდარტების დაცვა და საწყობში დატვირთვა-გადმოტვირთვაში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა სახის შრომით საქმიანობებში მონაწილეობის მიღება.

საწყობის თანამშრომელი სარგებლობს შემდეგი უფლებებით:

** მართოს მასზე მინდობილი მომსახურება;
** მოითხოვოს და მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია მისი მოვალეობების სწორად და სრულად შესრულებისთვის;
** მონაწილეობა მიიღოს პროცესებში;
** გაეცნოს დაკავებულ თანამდებობაზე მისი უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელ დოკუმენტებს.
** მონაწილეობა მიიღოს მის მიერ შესასრულებელ მოვალეობებთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში.
** მოქმედი შრომის კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.

მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში თანამშრომელი პასუხისმგებელია:

** საწყობის არაეფექტური მუშაობის შედეგად მთლიანად ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება;
** ხელმძღვანელობისათვის მიწოდებული არაზუსტი ინფორმაცია;
** ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრძანებებისა და მითითებების არაჯეროვნად შესრულება;
** საწყობში უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობა;
** უპასუხისმგებლო დამოკიდებულება შინაგანაწესთან მიმართებაში;
** ამ სამუშაოს აღწერილობით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის - მოქმედი შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
** საქმიანობის განხორციელების პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის - საქართველოში მოქმედი სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
** ორგანიზაციაში დადგენილი შრომის შინაგანაწესის, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის - საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
** მატერიალური ზიანის მიყენებისთვის - საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Სამუშაო გრაფიკი:

თანამშრომელმა თავისი მოვალეობის შესრულებისას უნდა დაიცვას საწარმოს ყოველდღიური რუტინა.
სამუშაო დღეებია ორშაბათიდან-შაბათამდე, ხოლო სამუშო საათები განისაზღვრება შემდეგნაირად: ორშაბათიდან-შაბათამდე: 08:00-17:00.

ნიუანსები:

** 1.1 დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველი ერთი კვირა მოხდება კანდიდატის პრაქტიკაში დაკვირვება.
** შემდეგ 1 თვე იმუშავებს, როგორც საწყობის თანამშრომელი და მისი ანაზღაურება განისაზღვრება 1200 ლარის ოდენობით.
** ზემოაღნიშნული ეტაპების გავლის შემდგომ მოხდება თანამშრომლის აყვანა ვაკანტურ პოზიციაზე.

თვიური ანაზღაურება: 1500 ლარი.

სანამ მოხდება რეზიუმეს გადმოგზავნა, კანდიდატებს ვთხოვთ, გაეცნონ ჩვენს ვებ და FB გვერდებს:

Web: www.esggeorgia.ge
FB: ESG ekokemika service group

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტის შემდეგ მისამართზე: ekokemikaservicegroup@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე